ყველა ბილეთი გაყიდულია
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024!
ივან ვაზოვის სახელობის ნაციონალური თეატრი
უილიამ შექსპირი
ვიზუალური თეატრი
ქარიშხალი
დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფია და შემოქმედებითი განათება: რობერტ ვილსონი
თანარეჟისორი: ან კრისტიან რომენი
განათების დიაზინერი: მარჩელო ლუმაკა,კრისტიან საიმონ პეტრუ
თანა-სცენოგრაფი: მარი დე ტესტა
კოსტიუმების მხატვარი: იაში
ხმის დიზაინერი: დარიო ფელი
დრამატურგი:იჯუტა ფერბერსი
ფოტოგრაფი:გერგანა დამიანოვა
მონაწილეობენ:
პროსპერი-ვესელინ მეზეკლიევი
მირანდა-რადინა ბორბოში
არიელი-ჟაკლინ დასკალობა
კალიბანი-იავორ ვალკანოვი
ალონსო-სტოიან პეპელანოვი
ფერდინანდი-პლამენ დიმოვი
გონზალო-ვანელტინგანეი
სებასტიანი-ზაფირ დაჯაბი
ანტონიო-კონსტანტინ ელენკოვი
ტრინკულო-სტეფან კუშევი
სტეფანო-ვასილ დრაგანოვი
ბოცანი,სული,ძაღლი-ნენჩო კოსტოვი
სპექტაკლის შესახებ:
რობერტ ვილსონი თეატრალურ ტილოს თავისი ცნობილი ხელწერით - განსაკუთრებული განათებით ქმნის.ნაციონალური თეატრის დასის მიერ წარმოდგენილი „ქარიშხალი“ ამის ნათელი დასტურია.ტექსტის ამ ინტერპრეტაციაში შექსპირის პიესა გარდაიქმნა ულამაზეს ზღაპრად,რომელიც მოთხრობილია სტილიზებული მოძრაობითა და იუმორით,უკიდურეს დეტალებამდე დამუშავებული ხმით და შთამბეჭდავი ვიზუალით.
ხანგრძლივობა: 90 წუთი,შესვენების გარეშე
რობერტ ვილსონი
ექსპერიმენტული თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა,სცენაზე დროისა და სივრცის ნამდვილი მკვლევარი. ნიუ იორკ ტაიმსი.
რობერტ ვილსონი ვაკოში დაიბადა, ტეხასის შტატში.იგი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს მსოფლიოს გამორჩეულ თეატრისა და ვიზუალურ არტისტებს შორის.მის ნამუშევრებში საინტერესოდაა ინტეგრირებული მრავალფეროვანი სახვითი საშუალებები-ცეკვა მოძრაობა,განათება,ქანდაკება,მუსიკა და ტექსტი.მისი სახვითი სახეები ესთეტურად შთამბეჭდავი და ემოციურად დამუხტული;მისმა სპექტაკლებმა მოპოვა მაყურებლისა და კრიტიკოსების აღიარება მთელს მსოფლიოში.ტეხასის უნივერსიტეტისა და ბრუკლინის პრატის ინსტიტუტის დამთვრების შემდეგ,ვილსონმა 60იან წლებში დაარსა თეატრალური ჯგუფი „ბირდ ჰოფმანის ბირდების სკოლა“ ნიუიორკში. სწორედ აქ გაჩნდა პირველად სპექტაკლები მისი განუმეორებელი ხელწერით-მათ შორის იყო „ყრუთა მზერა“ და „წერილი დედოფალ ვიქტორიასათვის“.ფილიპ გლასთან ერთად მან დაწერა ოპერა „აინშტაინი სანაპიროზე“,რომელმაც დიდი გარღვევა მოახდინა.ვილსონის შემოქმედებითი თანამშრომლობა მოიცავს ბევრ მწერალს და მუსიკოსს.მათ შორისაა ჰაინერ მიულერი,ტომ ვეიტსი,სუზან ზონტაგი,ლორი ანდერსონი, უილიამ ბოროუ,ლუი რიდი,ჯესი ნორმანი და ანა კალვი.
მასპინძელი თეატრი:შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი