

29 ნოემბერს SOLO Kids-ის ფარგლებში იოგის მასტერკლასი ჩატარდება, სადაც პატარა მონაწილეებს ჰოლისტური და განმავითარებელი აქტივობები ელოდებათ
მასტერკლასის განმავლობაში ბავშვები შეისწავლიან მარტივ სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც ემოციურ თვითრეგულაციასა და კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს. ასევე გამოცდიან იოგის ასანებს, რაც მათ ფიზიკურ მოქნილობასა და მოტორულ კოორდინაციას შეუწყობს ხელს. პროცესის დასასრულს კი ტიბეტური თასების ვიბრაციული ფონი მათთვის ღრმა ფსიქოემოციურ განტვირთვას, ნერვული სისტემის დამშვიდებასა და ენერგიის ბალანსის აღდგენას უზრუნველყოფს
გაითვალისწინეთ, სასურველია, ბავშვებს თან ჰქონდეთ კომფორტული ტანსაცმელი და ვარჯიშამდე 1.5 საათით ადრე არ მიიღონ საკვები. წყალს და მატებს კი ადგილზე დხვდებათ
ადგილი: JBS School, თბილისი, ოთარ ჩხეიძის №5 (ყოფილი შანხაი)
თარიღი: 29 ნოემბერი
დრო: 13:00 სთ
ხანგრძლივობა: 50 წთ
მონაწილეთა ასაკი: 7-12 წელი
რაოდენობა: 7-12