

ყველა ბილეთი გაყიდულია
18 აპრილს SOLO Kids-ის ფარგლებში შვილებთან ერთად გიწვევთ ჩანთების კერვის მასტერკლასზე, სადაც ბევრი საინტერესო აქტივობა გელოდებათ
პატარები საკუთარი ხელით შექმნიან ჩანთებს − დაამაგრებენ ზანზალაკებს და გააფორმებენ ცხოველების, მცენარეებისა თუ სხვადასხვა გმირის ნაჭრის ფიგურებით. უკვე გამზადებულ ნივთებს კი სახლში წაიღებენ. რაც მთავარია, ჩვენი აქტივობა დაეხმარება ბავშვებს, განავითარონ დეტალებზე ორიენტირების, შემოქმედებითობის უნარები და ისწავლონ ორგანიზებულობა
ადგილი: ბესარიონ ჟღენტის ქ. №7ა
ხანგრძლივობა: 70 წთ
მონაწილეთა რაოდენობა: 3-15
ასაკი: 4+ მშობელთან ერთად, 6+ მშობლის გარეშე