

ყველა ბილეთი გაყიდულია
SOLO Hobby - კულინარული კურსი შეფმზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძესთან
სოლო ჰობის ფარგლებში, ექსკლუზიურად გიწვევთ ყველასათვის ცნობილი შეფმზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის, ერთთვიან კულინარიულ კურსზე, სადაც მონაწილეობა SOLO მომხმარებლებს სპეციალურად ფასად − 20%-იანი ფასდაკლებით − შეგიძლიათ
კურსის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, გაიღრმაოთ ცოდნა და დაეუფლოთ მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ტექნიკებს − კვირაში ერთხელ, ჩაერთვებით ინტენსიურ, პრაქტიკულ პროცესში, რა დროსაც საფუძვლიანად შეისწავლით სამზარეულოს ფუნდამენტურ უნარებს − ბოსტნეულის, თევზის, ზღვის პროდუქტების, ხორცის, სოუსების მომზადებას და ა.შ.
ამასთანავე, ყოველი შეხვედრა დასრულდება მომზადებული კერძების დაგემოვნებითა და ანალიზით შეფთან ერთად
კურსის დეტალები
დაწყების თარიღი: 7 აპრილი
სავარაუდო დასრულების თარიღი: 28 აპრილი
თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 3-4 საათი
ადგილი: კულინარიუმი, პეტრიაშვილის ქ. №1 (ღვინის ქარხანა)
მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15
SOLO ფასი: 1 280 ლარი, 1 600-ის ნაცვლად
განრიგი:
7 აპრილი- 19:00 საათი
14 აპრილი- 19:00 საათი
21 აპრილი- 19:00 საათი
28 აპრილი - 19:00 საათი (აღნიშნული თარიღი სავარაუდოა და ადგილზე შეთანხმდება მონაწილეების განრიგის შესაბამისად)