

ყველა ბილეთი გაყიდულია
17 ოქტომბერს SOLO Kids-ის ფარგლებში თქვენს პატარებს ვიწვევთ შემოქმედებით ვორკშოპზე, სადაც საკუთარი ხელით შექმნიან ფერად სანათებს
ნამუშევრებისთვის, ძირითადად, გამოყენებული იქნება ფერადი და გამჭვირვალე ქაღალდები, რომლებსაც ისინი ერთმანეთს შეახამებენ და საინტერესო ეფექტს მიიღებენ. პროცესში გამოყენებული იქნება შემოდგომის ფერები − ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და ყავისფერი
საბოლოოდ თითოეული ბავშვი შექმნის თავის უნიკალურ სანათს, რომელსაც სახლში წაიღებს და ოთახის დეკორად ან სანათად გამოიყენებს
შეხვედრა მოიცავს ხელით მუშაობას, ფერთან თამაშს, სხვადასხვა მასალის შეხამებასა და დეკორატიული ობიექტის შექმნის პროცესს
თარიღი: 17.10.2026
დრო: 14:00
ხანგრძლივობა: 1.5 სთ
ადგილი: Raum Artspace, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №18
ბავშვების ასაკი: 6+
ფასი: 50 ლარი