

ყველა ბილეთი გაყიდულია
23 ივლისს, SOLO TALK-ის ფარგლებში, Elmo’s Club Batumi გიწვევთ განსაკუთრებულ სემინარზე − როგორ ვიყო საკმარისად კარგი მშობელი, რომელსაც ცნობილი ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ჩაატარებს
სპიკერი ისაუბრებს თანამედროვე მშობლობის გამოწვევებზე − ბავშვის ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე, მშობლის როლზე ბავშვის თვითშეფასების, დამოუკიდებლობისა და ემოციური კეთილდღეობის ჩამოყალიბებაში. ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა − როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი მზრუნველობასა და საზღვრების დაწესებას შორის, როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სირთულეებს და რას ნიშნავს „საკმარისად კარგი მშობელი“
შეხვედრის განმავლობაში თამარ გაგოშიძე გაგიზიარებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და პროფესიულ გამოცდილებას, ხოლო დასასრულს უპასუხებს თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს
თარიღი: 23 ივლისი
დრო: 19:00
ადგილი: ბათუმის SOLO ლაუნჯი