

ყველა ბილეთი გაყიდულია
20 აპრილს, 20:00-ზე გიწვევთ რეჟისორ ლეო გაბრიაძის SOLO Talks-ზე − შერეკილები. შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ვმართოთ ცხოვრება შემოქმედებითად და შევქმნათ საკუთარი „მფრინავი აპარატი“
ლეო გაბრიაძე, რომელიც ამავდროულად „შერეკილების“ სცენარისტის, რეზო გაბრიაძის შვილია, გაგიზიარებთ თავად ნაწარმოების ისტორიას, თუ როგორ განვითარდა ცაში აფრენის ამბავი ლიტერატურაში, რა მნიშვნელოვანი დეტალები დაემატა ერთაოზისა და ქრისტეფორეს თავგადასავალს და როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება ოპერასა თუ მიუზიკლში. ლეო გაბრიაძე გაგაცნობთ იმ ფილოსოფიას, რომელიც დგას სპექტაკლის შექმნის იდეის უკან − როგორ არ დავიკარგოთ ყოველდღიურობაში და შევინარჩუნოთ საკუთარი ხედვის ერთგულება, თუნდაც სხვებს ის გაუგებრად ეჩვენებოდეთ
ლეო გაბრიაძის აზრით, ისტორიას სწორედ „შერეკილები“ ცვლიდნენ, იქნებოდა ეს გალილეი, ტესლა თუ ვან გოგი... ვინც განსხვავებულად აზროვნებს და საკუთარი იდეების არ ეშინია. ასეთი განსხვავებულად მოაზროვნე იყო მამამისიც − რეზო გაბრიაძე, რომელმაც მიატოვა წარმატებული კარიერა კინოში და მარიონეტების პატარა თეტრი დააარსა.
დარეგისტრირდით საკმაოდ საინტერესო SOLO Talks-ზე და მიიღეთ შთაგონება, რომელიც გაბედული იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ
კარის გახსნა 19:00