

ყველა ბილეთი გაყიდულია
16 ივლისს SOLO Hobby-ს ფარგლებში ექსკლუზიურად გიწვევთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ღამის ტურზე, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ
მუზეუმის კარები ღამით მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის გაიღება - ეს იქნება უნიკალური ჯგუფური გამოცდილება, რომელსაც ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კურატორი კონსტანტინე ბოლქვაძე გაუძღვება. ლიმიტირებული დროის განმავლობაში შეძლებთ მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრების გაცნობას და გაიზიარებთ აქამდე უცნობ ცოდნას. შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ისეთი ხელოვანების ნამუშევრები როგორიცაა: აპოლონ ქუთათელაძე, ქეთევან მაღალიშვილი, ლევან ცუცქირიძე, ალექსანდრე ბანძელაძე, თემო ჯაფარიძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე
ტურის შემდეგ კი Brasserie Buvette-ის რესტორანში გადაინაცვლებთ, სადაც გაიმართება ვახშამი და გაგრძელდება საუბარი ხელოვნების შესახებ
ტურის დეტალები
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. №7
მუზეუმის ცენტრალური შემოსასვლელი.
თარიღი: 16 ივლისი
დრო: 20:00 სთ
ხანგძლივობა: 40-60 წთ
მონაწილეთა რაოდენობა: 20
SOLO ფასი: 300 ლარი
ღირებულება მოიცავს Welcome drinks-ს, მუზეუმის ტურსა და ვახშამს