

ყველა ბილეთი გაყიდულია
გიწვევთ SOLO Talks-ზე მენტალური ფიტნესი: ინსპირირებული გეშტალტთერაპიიდან, რომელსაც ფსიქოლოგი თეო დევდარიანი ბათუმისა და ქუთაისის SOLO ლაუნჯებში ჩაატარებს
მენტალური ფიტნესი თანამედროვე და აქტუალური მიმართულებაა, რომელიც ფსიქოლოგიური მოქნილობის განვითარებას ემსახურება. ის არ გულისხმობს მუდმივ სიმშვიდეს, უწყვეტ მოტივაციასა თუ პროდუქტიულობას, არამედ საკუთარი ემოციური მდგომარეობის დროულ შემჩნევასა და მასთან გაცნობიერებული ურთიერთობის დამყარების უნარს აერთიანებს
გეშტალტთერაპიის პრინციპებზე დაყრდნობით სპიკერი გაგიზიარებთ 4 ყოველდღიურ პრაქტიკას, რომლებიც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაძლიერებასა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერაში დაგეხმარებათ. ამ ინსტრუმენტების გამოყენებას შეხვედრის დასრულებისთანავე შეძლებთ
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის დასასრული ინტერაქციული ხასიათის იქნება და სპიკერი თქვენს შეკითხვებს უპასუხებს
შეხვედრის დეტალები
19 ნოემბერი, 19:00 სთ
ბათუმის SOLO ლაუნჯი