

ყველა ბილეთი გაყიდულია
Raum და SOLO Kids-ი თქვენს პატარებს იწვევს მანათობელი სანტას სახლის აწყობის მასტერკლასზე, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართება
ბავშვები მუყაოსგან და დეკორატიული საახალწლო მასალებისგან შექმნიან სანტას მანათობელ სახლს − თავად ააწყობენ სახლის კონსტრუქციას, შეარჩევენ და გამოიყენებენ ფერებს, ტექსტურებსა და სადღესასწაულო დეკორაციებს. სამუშაოს ბოლოს კი მაკეტი შიგნიდან განათდება, რაც პროცესს განსაკუთრებულ ჯადოსნურ ატმოსფეროს შემატებს
მასტერკლასი ხელს უწყობს ფანტაზიის, მოტორიკისა და სივრცითი აზროვნების განვითარებას
ხანგრძლივობა: 90 წთ
ასაკობრივი ჯგუფი: 6+