

ყველა ბილეთი გაყიდულია
თქვენს პატარებს ვიწვევთ კულინარიულ მასტერკლასზე, სადაც ისინი ისწავლიან პასტის მომზადებას − ცომის ფორმირებიდან მის მოხარშვამდე. ბავშვები თავად მოამზადებენ ერთ-ერთ ცნობილ კერძს – კარბონარას ან პასტას პომიდვრის სოუსით და შემდეგ ჭიქა წვენთან ერთად დააგემოვნებენ
გარდა ამისა, ბავშვები გაეცნობიან სამზარეულოში უსაფრთხო მუშაობისა და გუნდური თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს
კულინარიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბავშვები ორგანიზატორებთან ერთად კინოთეატრში გადაინაცვლებენ, სადაც ანიმაციურ ფილმს − რატატუის − უყურებენ და პოპკორნსაც მიირთმევენ
ღონისძიება ჩატარდება შეფმზარეულისა და ინსტრუქტორის მუდმივი მეთვალყურეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კინოჩვენებაზე ბავშვები მშობლების გარეშე შედიან. თქვენ მათ მოსაცდელ სივრცეში დაელოდებით
ბავშვის ასაკი: 7-13 წელი
ადგილი: ბაზარი ორბელიანი, ვეკუას ქ. №3ა, გასტრო სკოლა
SOLO ფასი: 60 ლარი (ღირებულებაში შედის − პასტის მასტერკლასი, ყველა საჭირო პროდუქტი და ინვენტარი, ერთი ჭიქა წვენი, პოპკორნი, კინოს ბილეთი)