

ყველა ბილეთი გაყიდულია
SOLO Hobby-ს ფარგლებში 18 აპრილს გიწვევთ ხალიჩების შექმნის ვორქშოპზე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, პირადად გაეცნოთ Tufting-ის ხელოვნებას, შექმნათ მცირე ზომის ხალიჩა საკუთარი დიზაინით და ისწავლოთ საქსოვი აპარატის გამოყენება კარპეტერია-ში
ვორკშოპი მოიცავს როგორც ფერების, დიზაინისა და ძაფის შერჩევას თქვენი ხალიჩისთვის, ისე ქსოვის პროცესს. შეხვედრის განმავლობაში ასევე მიიღებთ ტრენერის მუდმივ მხარდაჭერას. რაც მთავარია, ვორქშოფის დასრულების შემდეგ კარპეტერიას პროფესიონალთა გუნდი გადაიბარებს თქვენი ხალიჩის საბოლოო დამუშავებას და უკვე დასრულებულ ნამუშევარს ერთი კვირის განმავლობაში მიიღებთ
ხანგრძლივობა: 2 სთ
ასაკი: 14+