

ყველა ბილეთი გაყიდულია
SOLO Education-ის ფარგლებში გიწვევთ ლონდონის საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის, ChangeSchool-ის განვითარების დირექტორის, ნილ მარშალის, შეხვედრაზე, სადაც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციაზე ვისაუბრებთ
სპიკერი თქვენთან ერთად განიხილავს იმას, თუ როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი პროფესიონალებს რეალური შედეგების მიღწევასა და დროის დაზოგვაში ტექნიკური დეტალების სიღრმისეული ცოდნის გარეშე. შეხვედრის ფარგლებში გაეცნობით პრაქტიკულ მიდგომებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აქციოთ ტექნოლოგია თქვენი ყოველდღიური პროცესის ეფექტურ ნაწილად და როგორ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს როგორც ხელსაწყოებისგან, ისე მათთან მომუშავე ადამიანებისგან. ნილ მარშალი, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამებისა და ცვლილებების მართვის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ასევე გაგიზიარებთ ChangeSchool-ის მიდგომებს ლიდერობის, ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და ბიზნესგანათლების მიმართულებით
ღონისძიების დეტალები
ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი
თარიღი: 7 ოქტომბერი
დრო: 19:00 სთ
გაითვალისწინეთ, შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე