2025 წლის პირველ დღეს - უპრეცედენტოდ გრანდიოზულ შოუზე გეპატიჟებით - 1 იანვარს - Factory Tbilisi-ში (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) – Mono Hall-ის ორგანიზებით - თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan დაუკრავს.
Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.
Mahmut Orhan-ის ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია: "Feel", "Six Days", "Game of Thrones Remix", რომლებმაც მისი უსაზღვრო პოპულარობა და ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენაზე, ღირსეული ადგილის დაკავება განაპირობა. მის შემოქმედებაში, მელოდიური ტექნოს და ჰაუს მუსიკის გამორჩეული და საინტერესო გრადაციების წყალობით, Mahmut Orhan ცხადია მალევე მოექცა უდიდესი ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მისი პერფორმანსის მოსმენა, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზეა შესაძლებელი, მათ შორის: Exit Festival, Untold, Extrema Outdoor, Sea Dance და სხვები. მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან: Sezer Uysal, Amesens და Jino Dollini.
----
22:30 The Doors Open
23:00 Jino Dollini
01:00 Sezer Uysal
03:00 Mahmut Orhan
05:00 Amesens
----
ასაკობრივი შეზღუდვა 18+