იტალიური & ნეაპოლიტანური ოპერა ფაბიო ანდრეოტისთან ერთად
დაუვიწყარი საღამო ქართველი მსმენელისთვის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში - იტალიური და ნეაპოლიტანური ოპერა!
12 იანვარს 19:00 საათზე უნიკალური კონცერტი გაიმართება. გახდი ზამთრის საკონცერტო სეზონის გრანდიოზული ნაწილი თბილისის კონსერვატორიაში, სადაც მსმენელის წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი წარსდგება !
არაჩვეულებრივი მუსიკალური მოვლენა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ იტალიურ ოპერაში გამოგზაურებთ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიული სცენიდან ჯაკომო პუჩინის, ლუჩიო დალას, ჯოაკინო როსინის, ჯოვანი კაპუროს და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ცნობილი ოპერების არიებს, ნეაპოლიტანური მომაჯადოებელი სიმღერების პარალელურად.
ფაბიო ანდრეოტი - საერთაშორისოდ ცნობილი იტალიელი ტენორი, დაიბადა რომში. მან მიუძღვნა თავი ვოკალის შესწავლას იტალიელი ოსტატების ანტონიო ბეიერისა და ჯანი რაიმონდის ხელმძღვანელობით. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 2006 წელს ჰაიდნის "Salve Regina"-ით და მალევე მოიპოვა პირველი პრიზი ფრანჩესკო ალბანეს კონკურსზე ალფრედოს არიით ვერდის "ტრავიატადან".
21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მან მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და გლობალურ ცნობადობას - იტალიიდან სამხრეთ კორეამდე და აშშ-მდე. მან შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ოპერებში, როგორებიცაა "რიგოლეტო", "ლა ბოჰემი", "მადამა ბატერფლაი", "აიდა", "ტოსკა" და სხვა შედევრებში.
იტალიელ ტენორთან ერთად პროგრამას ვარდელის სახელობის კამერული ორკესტრი შეასრულებს კონსტანტინე ეროიანის ხელმძღვანელობით.
იჩქარეთ ბილეთები შეზღუდულია, მოხვდით ოპერის ჯადოსნურ სამყაროში და დაიწყეთ ზამთრის სეზონი მუსიკით!
ორგანიზატორები:
კონცერტის ორგანიზატორია მუსიკალური კომპანია აკორდი
პროგრამა:
I ნაწილი -
ქართული ხალხური მინიატურები ორკესტრის შესრულებით
II ნაწილი -
Funiculi
Tarantella Rossini
Io te vurria vasa'
Torna a surriento
Non ti scordar di me. De curtis
E lucevan le stelle
Granada
Nessun dorma
Caruso
O sole mio
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებებს
დასაწყისი საღამოს 7:00 საათზე
მისამართი: საქართველო, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი, გრიბოედოვის ქ. N 8-10.