event-image
event-image

ინდოეთის სიმფონიური ორკესტრი

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: საქართველოს სიმფონიეტა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამშრომლობას აგრძელებს ინდოეთის სიმფონიურ ორკესტრთან (SOI)

 

ინდოეთის სიმფონიური ორკესტრი (SOI), რომელიც  მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრშია (NCPA) დაფუძნებული, ინდოეთის პირველი და ერთადერთი პროფესიონალი ორკესტრია. იგი დაარსდა 2006 წელს, NCPA-ს თავმჯდომარის - ხუშრუ ნ. სანტუკისა და მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე მარატ ბისენგალიევის მიერ, რომელიც დღემდე ორკესტრის მუსიკალური დირექტორი გახლავთ


მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის (NCPA) მიწვევით, „საქართველოს სინფონიეტამ“ და პიანისტმა - თამარ ლიჩელმა, 11 და 12 მარტს, ინდოეთში, ჯუჰუს Prithvi Theatre-ში და NCPA Tata Theatre-ში კონცერტები გამართეს. ქართველ და ინდოელ მუსიკოსებს შორის კოლაბორაცია გრძელდება და ოქტომბერში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ახლა უკვე საქართველოში უმასპინძლებს ინდოეთის სიმფონიურ ორკესტრს


5 ოქტომბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კონცერტზე შესრულდება ედვარდ ელგარისა და კარლ ჯენკინსის ნაწარმოებები