ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 1 ნოემბერს, 20 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება მგალობელ-მომღერალთა ანსამბლის „სათანაო“ საიუბილეო კონცერტი.
მგალობელ-მომღერალათა ანსამბლის „სათანაო“ საიუბილეო კონცერტზე „მაშ გამარჯვება ტკბილო სამშობლო“ წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული საგალობლები, ქალაქური ფოლკლორის და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სასიმღერო და საკრავიერი მუსიკის ნიმუშები. კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს და იხილოს 20 წლის მანძილზე, ანსამბლის რეპერტუარში არსებული საუკეთესო და გამორჩეული მუსიკალური ნიმუშები.