Ajax Loader
Geo

სტრიპტიზი • სამეფო უბნის თეატრი

Hall B
ჟანრი: კომედია
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 70
პრემიერა: 22-04-2014
წელი: 2012
რეჟისორი: ნიკა თავაძე
ავტორი: სლავომირ მროჟეკი
მთ. როლში: დათა თავაძე, პაატა ინაური
”რას ნიშნავს თავისუფლება? ეს არის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სანამ მე აი, აქ ვზივარ, კარი ღიაა და ვიცი, რომ ნებისმიერ წუთს შემიძლია გავიდე, თავისუფალი ვარ. მაგრამ, საკმარისია ავდგე და გავიდე არჩევანს გავაკეთებ და შესაბამისად გამოვრიცხავ შესაძლებლობას ან ასე მოვიქცე, ან ისე. სხვაგვარად შევიზღუდავ თავისუფლებას. ჩემი გასვლის მონა გავხდები!” ”სტრიპტიზი,” არის პიესა იმაზე, თუ რას ნიშნავს არ იყო თავისუფალი. ორი კაცი პატიმრობაში აღმოჩნდა. მათ არ იციან ვინ დააპატიმრა, ან რა მიზეზით. ერთს გადაწყვეტილი აქვს არ იმოქმედოს და ბედს შეეგუოს, რადგან არჩევანის გაკეთებით ის დაკარგავს არჩევანის შესაძლებლობას. მეორე კი პირიქით, ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ რჩება მისი შესაძლებლობების ფარგლებში და გამოსავალი მონახოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ და სხვადასხვაგვარად იქცევიან, მათ ერთნაირად სჯიან: ორივეს გახდას აიძულებენ.
არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.