Ajax Loader
Geo

BLOK9: QSELI 56 // BAZA // DIGMASSIVE • Biletebi.ge

სპეისჰოლი

BLOK9 მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების ჰიპ-ჰოპის გარშემო გაერთიანებას და ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას.

BLOK9 და SPACEHALL 25 მაისს წარმოგიდგენთ ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის სამ მნიშვნელოვან გაერთიანებას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებაზე.

ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Qseli 56 / ქსელი 56 აერთიანებს 4 წევრს: SF-X, FuLa, DuDa, Cibo.

ჰიპ-ჰოპ გაერთიანება ‘ბაზა’ 2012 წელს შეიქმნა და 4 არტისტისგან შედგება: Sinka, K'A, Terika, Chester. რომლებმაც 2015 წელს გამოუშვეს ერთობლივი EP. დღეს ისინი დამოუკიდებლად განაგრძობენ მოღვაწეობას. 25 მაისს რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ Terika, Chester და Sinka ერთად წარდგებიან მსმენელის წინაშე.

DigMassive არის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ჰიპ-ჰოპ არტისტების კოლექტივი: 'ძველი რესურსი'(Samory MC & DJ/MC Grotask); Head; TM & Mush One და I.G.O. 25 მაისს SPACEHALL-ის სცენაზე წარდგებიან DigMassive-ის წევრები: DJ/MC Grotask, TM & Mush One და I.G.O.

არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.