Ajax Loader
Geo

ნაბუშრები • სოხუმის თეატრი

მარჯანიშვილის თეატრის სხვენი
ხანგრძლივობა: 90

132-ე სეზონი

2017 წლის 11 აპრილი

ნაბუშრები 

რეჟისორი გიორგი ქანთარია

მხატვარი არჩილ მაისურაძე

სპექტაკლში გამოყენებულია ამერიკელი აბორიგენების (ინდიელების ) ფოლკლორი, ვ. ვისოცკის და “System of down “ - ის მუსიკა .

მოქმედნი პირნი და შემსრულებელნი

მამა იობი - დიმიტრი ჯაიანი საქართველოს სახალხო არტისტი.

ბეღო - მერაბ ყოლბაია

ტახო - ბადრი ბეგალიშვილი

ქეთი - ვერიკო კალანდია

რეჟისორის კომენტარი :

მარტინ მაკდონახის „ ობოლი დასავლეთის ‘’ მიხედვით დაწერილი ზურაბ სამადაშვილის პიესა „ ობლები’’, შავი კომედიაა. იგი გაჯერებულია მსუბუქი იუმორით და ზუსტად ასახავს დღევანდელ ქართულ რეალობას. თანამედროვე იგავი მოგვითხრობს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებ და გამუდმებით ერთმანეთში მოჩხუბარ ორ ძმაზე. უბნის ეკლესიის მსახური მამა იობი ხშირად არის ძმებთან და მუდამ მათ შერიგებას ცდილობს, ვიდრე ერთ - ერთი ჩხუბისას არ გაიგებს, რომ ერთ ძმას საკუთარი მამა ჰყავს მოკლული, ხოლო მეორე ამ ამბავს ძმის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით არ ამხელს. მამა იობი ვეღარ უძლებს ამდენი ცოდვის ყურებას. ისედაც მთელი უბანი ცოდვებშია ჩაძირული, ,,ძმები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, გოგოები სპირტით ვაჭრობენ, ორი კაცის მკვლელი კი არხეინად დაიარება ქუჩაში“ . იგი გადაწყვეტს, რწმენის მაგალითი აჩვენოს ხალხს და წყალზე გავლას შეეცდება, მაგრამ უშედეგოდ. ის იხრჩობა. თუმცა ამბობენ , რომ მან წყალზე ორი ნაბიჯის გადადგმა შეძლო. ამ ამბის შემდეგ, ძმები გადაწყვეტენ მამა იობის დანაბარების თანახმად, ყველა წყენა და დანაშაული მოუყვნენ და მიუტევონ ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთ აღსარებაც სისხლისმღვრელ ბრძოლად გადაიქცევა. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით . პრემიერა შედგება მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.

დასაწყისი : 19 სთ და 45 წთ

საკონტაქტო პირი : ლიკა კაკულია li.kakulia@gmail.com

 

არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPay
  • ხიზანიშვილის #3 UniPay
  • წერეთლის #77ა UniPay
  • მეტრო პოლიტქნიკურთან (ბუკიას მხარე) UniPay
  • მეტრო ნაძალადევთან UniPay

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPay

გორი

  • სტალინის #10 UniPay

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPay

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPay

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPay

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPay