Ajax Loader
Geo

გაყრა • მუსიკის და დრამის თეატრი

დარბაზი A
ჟანრი: მიუზიკლი
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 120
პრემიერა: 27-06-2007
David Doiashvili: დავით დოიაშვილი
Georg Eristavi: გიორგი ერისთავი
Ann Mosidze: ანა მოსიძე
Rusudan Morchiladze: რუსუდან მორჩილაძე
Konstantine Purceladze: კონსტანტინე ფურცელაძე
როლში: გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი
როლში: ცისია მეტრეველი, ნინო მითაიშვილი
როლში: არჩილ სოლოღაშვილი, გოგა მოძმანაშვილი
როლში: ბუბა გოგორიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
როლში: ბადრი ბეგალიშვილი, მარინა ჯოხაძე
როლში: შორენა კურტანიძე, ანა ზამბახიძე
როლში: ნინო გომართელი, აკაკი თოფურია, გარი ბაღდასაროვი, თომა ბულაშვილი
გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ეს დღე 14 იანვარი ითვლება ქართული პროფესიული თეატრის დაარსების დღეთ. ჩვენი თეატრისთვის განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პიესის თანამედროვე მაყურებლის წინაშე გათამაშებას, რადგან გვეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ თვალნათლივ ვაჩვენოთ, რომ კლასიკა – უკვდავია და ის, რომ მასში დასმული ყველა პრობლემა დღევანდელობას პასუხობს. სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის, და თანამედროვე მუსიკის, ქოროგრაფიის და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით გასაგები და საინტერესო გახადა ის არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადსხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას. ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანი გამუდმებით ჩართულია ცხოვრებისეულ დაძაბულ რითმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა განიმუხტოს, რადგან სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა.
არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.