Ajax Loader
Geo

ტროელი ქალები • სამეფო უბნის თეატრი

Hall 76
ჟანრი: დოკუმენტური
ენა: ქართული
სუბტიტრები: English
პრემიერა: 20-08-2015
რეჟისორი: დათა თავაძე
ავტორი: დავით გაბუნია
მთ. როლში: კატო კალატოზიშვილი,ქეთა შათირიშვილი,ნატუკა კახიძე,მაგდა ლებანიძე,სალომე მაისაშვილი

დოკუმენტური სპექტაკლი ომგამოვლილ ქალთა რეალურ მონათხრობის, ევრიპიდესა და სხვა ლიტერატურული წყაროების გამოყენებით.

„სამეფო უბნის თეატრი ყოველთვის სთავაზობს თავის მაყურებელს შესანიშნავ, ჭკვიანურ, ლამაზ და ესთეტიკურად დამუშავებულ თეატრს მნიშვნელოვან თემებზე, მაგრამ „ტროელი ქალები" ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც აქამდე მინახავს!.."
„...ეს არის უსაზღვროდ ლამაზი სპექტაკლი, მაგრამ ესთეტიკა არ დგება მსახიობებსა და მაყურებელს შორის! „ტროელი ქალები" დროის მიღმაა, მაგრამ ამავდროულად, გამანადგურებლად აქტუალური სპექტაკლია!"
„მიუხედადავად სპექტაკლის სიმძიმისა, მასში მაინც რჩება სივრცე თამაშისა და სიცოცხლის ხალისისათვის და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ფანტასტიკური მსახიობები ჰყავთ საქართველოში!"
მარგარეტა სორენსონი EXPRESSEN (შვედეთი)

დოკუმენტურ მასალასა და ევრიპიდეს ლეგენდარული ,,ტროელი ქალების" დეკონსტრუქცია პირველ პირში გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. მათი მონათხრობი, სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე, ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე, უცვლელი რჩება - ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს

თარიღი
ფასები
კვირა, 29 ოქტომბერი
20:00
10 ₾