Ajax Loader
Geo

იმერული რეკვიემი • ახმეტელის თ.

დიდი დარბაზი
ჟანრი: კომედია
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 85
პრემიერა: 15-11-2014
რეჟისორი: ირაკლი გოგია
ავტორი: რეზო კლდიაშვილი
მხატვარი: აივენგო ჭელიძე, მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი: გიორგი რაზმაძე
რეჟისორის ასისტენტი: ნანა ნემსიწვერიძე
მთ. როლში: თათული ედიშერაშვილი
როლში: თამარ ბეჟუაშვილი
როლში: მზია ტალიაშვილი
როლში: მამუკა მაზავრიშვილი
როლში: ვაჟა ციცილოშვილი
როლში: გიორგი გასვიანი
როლში: ნელი ბადალაშვილი
როლში: ლიკა ქუთათელაძე
როლში: ვასილ შიხაშვილი
შურა ექთნის როლში მაყურებელი თათული ედიშერაშვილს იხილავს, რომელიც ახმეტელის თეატრის მსახიობის რანგში პირველად წარდგება პუბლიკის წინაშე. შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან, წინწკილას მთაზე მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გავერანებული ტერიტორიიდან ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნიან, პოლიტიკური ელფერით და იმერული პეწით გაჯერებული დიალოგები და შურა ექთნისა და მისი ყოფილი პაციენტების მოლოდინი ამ "მუდმივად არეულ ქვეყანაში " დალაგებული ცხოვრებისა. "თუ მკითხავთ პიესა ”იმერული რექვიემი” რაზეა, პირდაპირ გიპასუხებთ - ჩ ვ ე ნ ზ ე ა! ჩემი გმირები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადრები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოა მოლოდინის რეჟიმში, ასევე ისინიც ელოდებიან იმ ”რაღაცას”... ველოდებით რაღაც-რაღაცეებს, ვიღაცეებისგან... ”მაპს”, ”ნატოში” შესვლასაც, ვფანტაზიორობთ. ფინალში, რაც ხდება სპექტაკლს რომ ნახავთ მაშინ გაიგებთ. მიყვარს ჩემი გმირები და ამ სიყვარულმა დამაწერინა ”იმერული რეკვიემი".
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ღონისძიების ორგანიზატორის ვებ-საიტს: http://akhmetelitheatre.ge
თარიღი
ფასები
შაბათი, 29 აპრილი
19:00
7 ₾-დან