Ajax Loader
Geo

რომეო და ჯულიეტა • ახმეტელის თ.

დიდი დარბაზი
ჟანრი: ექსცენტრიკული ტრაგედია
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 100
პრემიერა: 30-05-2015
რეჟისორი: ირაკლი გოგია
ავტორი: უილიამ შექსპირი
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი: გიორგი ტიელიძე
რეჟისორის ასისტენტი: რუსუდან შოშიტაშვილი
მთ. როლში: გიგი მიგრიაული,სოფია სებისკვერაძე,თათული ედიშერაშვილი,გიორგი გასვიანი
როლში: ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, ვერიკო კალანდარიშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი ცხადაძე, გაგა მახათაძე
ახმეტელის თეატრის სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“ შექსპირის ყველაზე პოპულარული და ტრაგიკული პიესის სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და ახლებური სცენური ინტერპრეტაციაა. მოქმედება სპექტაკლში სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში ვითარდება. სპექტაკლის მთავარი გმირები ეტაპობრივად თანამედროვე, ჰიპებისა და მუნჯი კინოს ეპოქაში ცხოვრობენ, წარმოდგენის დასასრულს კი მაყურებელი ისევ მე- 16 საუკუნის ვერონაში ინაცვლებს. სპექტაკლში გათამაშებული ამბავი ორი მოქიშპე გვარის მტრობაზე კი არ მოგვითხრობს, არამედ ხელმოცარულ და სიყვარულში იმედგრაცრუებულ ადამიანებზე. რეჟისორი ცნობილი პიესის აქამდე უცნობ აქცენტებს სვამს და დღემდე ყურადღების მიღმა დარჩენილ პრობლემატიკას წარმოაჩენს, რითაც სიყვარულის ისტორიას კიდევ უფრო მძაფრად, ორიგინალურად და თანამედროვედ მოგვითხრობს...
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ღონისძიების ორგანიზატორის ვებ-საიტს: http://akhmetelitheatre.ge
არცერთი ღონისძიება ნაპოვნი არ არის.