Ajax Loader
Geo

Muzame: Xiu Xiu • Vazhmarr • Biletebi.ge

Spacehall

ლეგენდარული ამერიკელი ხელოვანისა და მულტიინსტრუმენტალისტის, მუსიკალურ გამოცემა Pitchfork-ის მიერ “ანდერგრაუნდის შესანიშნავ ანომალიად” წოდებული ჯეიმი სტიუარტის ექსპერიმენტალური პროექტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის 2000-იანი წლების თანამედროვე ჟღერადობის შექმნაში.

Xiu Xiu 2001 წელს დაიწყო, როდესაც კლუბიდან მარტო გამოსული ჯეიმი ფიქრობდა “ყველა უბედურებაზე, რაც მის თავს ხდებოდა”. მოგვიანებით ის ამბობს, რომ ჯგუფის მუსიკასა და კონცეფციაზე დიდი გავლენა კალიფორნიის პირატულმა რადიოებმა იქონია, სადაც ჰაუსს, ფრისტაილს და ტექნოს უსმენდა. მისი აზრით, ეს მუსიკა ცეკვაში სევდისგან დაცლის მუსიკაა, რამაც განაპირობა მისი პროექტის მძიმე და ტრაგიკული ჟღერადობა. გარდა ამისა, ჯეიმი ინსპირაციას იღებდა ბრიტანული პოსტ-პანკის, თანამედროვე კლასიკური მუსიკის, ნოიზის, აზიური პერკუსიების, ამერიკული ფოლკლორისა და 50-იანი წლების როკენროლისგან. შთაგონების მრავალფეროვანი წყაროები სათანადოდ აისახა Xiu Xiu-ს 15 წლიან შემოქმედებაში, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს, მუსიკოსებსა და პროდიუსერებს შორის მუდმივი მოგზაურობაა - როკი, ელექტრონული, საორკესტრო და ინდუსტრიული მუსიკა, ნოიზი და სინთპოპი ის ჟანრებია, რომელთა შორისაც სტიუარტი გამუდმებით ეძებდა საკუთარ, უნიკალურ ჟღერადობას. ტექსტები კი ეხება ოჯახს, პოლიტიკას, სექსს, სიყვარულს, მარტოობასა და სუიციდს და წარმოაჩენს მათ ურთიერთმიმართებას.

Xiu Xiu-ს შემოქმედებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შოკისმომგვრელი, ბრუტალური, პერვერტული, შთამბეჭდავი და უნიკალური. სტიუარტს თანამედროვე მუსიკის გენიოსს უწოდებენ. http://www.xiuxiu.org/ - VAZHMARR - მუსიკოსი და პროდიუსერი. მისი მუსიკა და ცოცხალი შესრულება IDM-ის, ემბიენტის, მელოდიური ტექნოსა და სხვადასხვა ჟღერადობის ნაზავია.

 https://soundcloud.com/vazhmarr

Presale I: 20 ლარი

Presale II: 30 ლარი

Doors: 40 ლარი

თარიღი
ფასები
კვირა, 28 მაისი
20:00
20 ₾

მსგავსი ღონისძიებები