event-image
event-image

დამოუკიდებლობის დღე ჯაზ კლუბ 1984-ში

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი50 ₾
ორგანიზატორი: სინათლის მოძრაობა
შაბ, 24 მაი, 21:00
1984 Jazz Club

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები პროტესტის თითოეული მონაწილის სანდო და ერთგული დასაყრდენები არიან. 

 

პროტესტის პირველივე დღიდან გაუქმდა ჩანიშნული ღონისძიებები. ორგანიზატორები, არტისტები და მსმენელები კი სხვა თანამოაზრეების მხარდამხარ შეუდგნენ სისტემის წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას. 

 

ბარებმა გახსნეს კარი პროტესტის მონაწილეთათვის. გასწიეს უამრავი რისკი. მარბიელი რაზმებისგან დაზარალებულებს ზამთრის ცივ დღეებში გვაძლევდნენ თავშესაფარს, გვამარაგებდნენ ჩაით, ყავით, საკვებით…

 

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურმა სივრცეებმა ფინანსური ვალდებულებების გამო ნაწილობრივ აღადგინეს საქმიანობა, დაგროვილი დავალიანებები მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და უმძიმესი რეალობის - დახურვის პერსპექტივის წინაშე აყენებს.

 

ასეთი თავისუფალი სივრცეების დაკარგვის ფუფუნება კი, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. 

 

სწორედ ამიტომ, სინათლის მოძრაობის ინიციატივით, წელს უჩვეულოდ ადრე ვაანონსებთ მაისში დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

 

ღონისძიების დეტალური აღწერა და განრიგი მაისის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

 

ბილეთების წინსწრებად შეძენით თქვენ თითოეულ მათგანს რთული დღეების გადალახვაში, ფინანსური პრობლემების დაძლევასა და არსებობის გაგრძელებაში შემდეგ სივრცეებს დაეხმარებით:

 

Dedaena Bar (უმასპინძლებს ღონისძიებას)


ARTERIA (უმასპინძლებს ღონისძიებას)


Jazz Club 1984 (უმასპინძლებს ღონისძიებას)


Mutant Radio (უმასპინძლებს ღონისძიებას)


Board Game Guild (უმასპინძლებს ღონისძიებას)


Success Bar


Makulatura Bar


Woland's Speakeasy


Canudos Ethnic Bar

 

 

თუ თქვენ არ გსურთ ბილეთის შეძენა და ღონისძიებებზე დასწრება, მაგრამ გსურთ ამ სივრცეების მხარდაჭერა თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხის დონაციით, ეს შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

 

TBC: GE78TB7931936080100013


BOG: GE41BG0000000605327893


მიმღები/To: სინათლის მოძრაობა / Sinatlis Modzraoba


დანიშნულება/Description:  ჩუქება თავისუფალ ბარებს / Donation Free bars

 

წინასწარ გიხდით მადლობას ამ ინიციატივაშიც გაერთიანებისთვის


და ზოგადად იმ დაუვიწყარი ერთობისთვის, რასაც ყველანი ერთად ვდებთ და დავდებთ, იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება!

 

 


ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ 

 

ხანგრძლივობა: 1.30წთ

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება