მოგესალმებით,

ჩვენ სისტემას დაემატა შეკვეთების SMS დასტურის ფუქნცია. გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი მობილურის ნომერი:


თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა აქციებში და ფასდაკლებებში და ამისათვის ისარგებლოთ ბიომეტრული პასპორტით, მიუთითეთ თქვენი პირადი (11-ნიშნა) ნომერი:


გთხოვთ შეიყვანოთ მობილურის ნომერი 5XXXXXXXX ფორმატში (9 ციფრი).
პირად ნომერში უნდა იყოს 11 ციფრი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რას წარმოადგენს Biletebi.ge?

Biletebi.ge წარმოადგენს ინტერნეტ პორტალს საიდანაც ხდება ბილეთების ონლაინ შეძენა Biletebi.ge სისტემაში ჩართულ სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე.


როგორ ხდება ბილეთების შეძენა

დარბაზში ადგილების მონიშვნის შემდეგ, პროგრამა გადაგიყვანთ ბანკი ქართუს დაცულ ვებ გვერდზე, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება გადაიხადოთ ბილეთების და მომსახურების საფასური VISA ან Mastercard პლასტიკური ბარათებით.

ამის შემდეგ თქვენ ბრუნდებით Biletebi.ge საიტზე, სადაც პროგრამა დააგენერირებს შტრიხკოდიან ბილეთებს. ეს ბილეთები უნდა ამობეჭდოთ და წარადგინოთ ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შესავლელში.


რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის მომენტში არ მაქვს პრინტერი?

შეკვეთის განთავსების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ ბილეთები მოგვიანებითაც, ნებისმიერ კომპიუტერზე, რომელიც ჩართულია ინტერნეტში. ამისათვის უნდა დალოგინდეთ საიტზე, დააწკაპუნოთ ბმულზე ჩემი შეკვეთები და გახსნათ ბოლო შეკვეთა. ბილეთების ამოსაბეჭდად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით შეკვეთის დამადასტურებელი ელექტრონული წერილიდან, რომელიც მოგივათ თანხის წარმატებით გადარიცხვის შემთხვევაში.


რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საერთოდ არ მაქვს პრინტერი?

ამ შემთხვევაში უნდა ამოიწეროთ შეკვეთის ნომერი (წერია ბილეთების ამობეჭდვის გვერდზე) და პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგინოთ ღონისძიების ჩატარების ადგილზე, სალაროში.


რა ტიპის ბარათებით შეიძლება გადახდა?

გადახდა შეიძლება VISA ან Mastercard ბარათებით. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიღებთ American Express-ს.

ყურადღება: თუ თქვენ გაქვთ Visa Electron (სახელფასო ბარათი) აუცილებელია ჩართული გქონდეთ ინტერნეტში ანგარიშსწორების სერვისი (ამ სერვისის ჩართვა მაშინაც არის აუცილებელი როცა მას უპრობლემოდ ხმარობთ მაღაზიაში).
სერვისის ჩასართავად უნდა მიმართოთ თქვენს ბანკს. ზოგიერთ შემთხვევებში ეს პროცედურა შეიძლება იყოს ფასიანი (5 ლარი).


ბარათის რომელი მონაცემი უნდა შევიყვანო გადახდისას?

ბარათით გადახდისას აუცილებელია ზუსტად შეიყვანოთ შემდეგი 3 მონაცემი:

1. ბარათის ნომერი
2. ვადაგასვლის თარიღი
3. CVC2 კოდი

CVC2 კოდი წარმოადგენს ბარათის უკანა მახრეს არსებული ნომრის ბოლო 3 ციფრს.


როგორ არის დაცული ჩემი პლასტიკური ბარათი Biletebi.ge სისტემაში გამოყენებისას.

პლასტიკური ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი ქართუს უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. საკრედიტო ბარათის შესახებ მონაცემების გადაცემა ხორციელდება დაშიფრული სახით, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ბანკი ქართუს ინტერნეტ გვერდზე და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე.

რეალურად ფულს თქვენი ანგარიშიდან ხსნის ბანკი ქართუ თავისი ვებ გვერდიდან. ჩვენ გადმოგვეცემა თქვენი პლასტიკური ბარათის ნომრის მხოლოდ ბოლო 4 ციფრი.

რჩევა: რათა დარწმუნდეთ გადარიცხული თანხის სისწორეში, ტრანზაკციის შემდეგ შეამოწმეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი. თქვენ, როგორც პლასტიკური ბარათის მფლობელს, სერვისის არმოწოდების შემთხვევაში, უფლება გაქვთ მიმართოთ თქვენ ბანკს და დაიბრუნოთ თანხა გადარიცხვიდან 90 დღის განმავლობაში.


ამატებს თუ არა რამეს ბილეთების ფასს Biletebi.ge?

კი, ემატება ბანკის გადარიცხვის პროცენტი და მომსახურების საკომისიო. მომსახურების სრული ტარიფები იხილეთ აქ.


მოვნიშნე ადგილები მარა არ გადამიხდია ან მომვიდა შეცდომა ბარათის მონაცემებში. ვიწყებ შეკვეთას თავიდან, მაგრამ იგივე ადგილები დაკავებულია. რა ხდება?

იმის მიუხედავად გადაიხადეთ თუ არა, მონიშნული ადგილები იბლოკება ნახევარი საათით. თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ ბლოკის მოხსნას ან შეუკვეთოთ სხვა ადგილები.


რამდენად ოპერატიულად ხდება ახალი ღონისძიებების ასახვა Biletebi.ge-ზე

Biletebi.ge-ზე პროვაიდერის მიერ დანიშნული ღონისძიება აისახება სალაროში ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში.


რამდენად ახალია ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ?

Biletebi.ge-ზე ჩანს დარბაზის მდგომარეობა დარბაზის მაკეტის ვებ-გვერდის ჩატვირთვის მომენტისათვის. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწიონოთ, რომ პროვაიდერმა ინტერნეტ გაყიდვისთვის შეიძლება გამოიტანოს ბილეთების ნაწილი. ამ შემთხვევაში ყველა დანარჩენი ბილეთი საიტზე გამოჩნდება როგორც უკვე გაყიდული (ნაცრისფრად).


რა ხდებნა თუკი სანამ მე ვნიშნავ ადგილებს იგივე ადგილები უკვე მოინიშნა სხვის მიერ?

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ მონიშნული ადგილები ოდნავ ადრე დაბრონა სხვა მომხმარებელმა, Biletebi.ge შეეცდება ავტომატურად შეარჩიოს და შემოგთავაზოთ იგივე კატეგორიის სხვა ადგილები. ამის შემდეგ არჩევანი თქვენზეა, ან ეთანხნებით არჩევანს ან ირჩევთ სხვა ადგილებს.


მოვნიშნე ადგილები მაგრამ არ გადამიხდია, შევდივარ თავიდან და ადგილები დაკავებულია (ნაცრისფერია).

ამ შემთხვევაში უნდა უნდა დაელოდოთ 30 წუთი, რის შემდეგაც მოხდება ადგილების განბლოკვა.


მე ვარ პროვაიდერი და მსურს სისტემაში ჩართვა. რა უნდა გავაკეთო ამისათვის?

სისტემაში ჩასართავად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. დამატებითი ინფორმაციისთვის სისტემაში ჩართვის უპირატესობების და პირობების შესახებ დააწკაპუნეთ "პროვაიდერებისთვის " ბმულს ზედა მენიუში.