|
|||||||||||||||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|||||||||
|
ხშირად დასმული შეკითხვებირას წარმოადგენს Biletebi.ge?Biletebi.ge წარმოადგენს ინტერნეტ პორტალს საიდანაც ხდება ბილეთების ონლაინ შეძენა Biletebi.ge სისტემაში ჩართულ სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე. როგორ ხდება ბილეთების შეძენადარბაზში ადგილების მონიშვნის შემდეგ, პროგრამა გადაგიყვანთ ბანკი ქართუს დაცულ ვებ გვერდზე, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება გადმორიცხოთ
ბილეთების და მომსახურების საფასური VISA ან MAstercard პლასტიკური ბარათის გამოყენებით. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის მომენტში არ მაქვს პრინტერი?შეკვეთის განთავსების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ ბილეთები მოგვიანებითაც, ნებისმიერ კომპიუტერზე, რომელიც ჩართულია ინტერნეტში. ამისათვის უნდა დალოგინდეთ საიტზე, დააწკაპუნოთ ბმულზე ჩემი შეკვეთები და გახსნათ ბოლო შეკვეთა. ბილეთების ამოსაბეჭდად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით შეკვეთის დამადასტურებელი ელექტრონული წერილიდან, რომელიც მოგივათ თანხის წარმატებით გადარიცხვის შემთხვევაში. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საერთოდ არ მაქვს პრინტერი?ამ შემთხვევაში უნდა ამოიწეროთ შეკვეთის ნომერი (წერია ბილეთების ამობეჭდვის გვერდზე) და პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგინოთ ღონისძიების ჩატარების ადგილზე, სალაროში. როგორ არის დაცული ჩემი პლასტიკური ბარათი Biletebi.ge სისტემაში გამოყენებისას.პლასტიკური ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი ქართუს უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. საკრედიტო ბარათის შესახებ
მონაცემების გადაცემა ხორციელდება დაშიფრული სახით, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ბანკი ქართუს ინტერნეტ გვერდზე და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე.
ამატებს თუ არა რამეს ბილეთების ფასს Biletebi.ge?კი, ემატება ბანკის გადარიცხვის პროცენტი და მომსახურების საკომისიო. მომსახურების სრული ტარიფები იხილეთ აქ. რამდენად ოპერატიულად ხდება ახალი ღონისძიებების ასახვა Biletebi.ge-ზეBiletebi.ge-ზე პროვაიდერის მიერ დანიშნული ღონისძიება აისახება სალაროში ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში. რამდენად ახალია ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ?Biletebi.ge-ზე ჩანს დარბაზის მდგომარეობა დარბაზის მაკეტის ვებ-გვერდის ჩატვირთვის მომენტისათვის. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწიონოთ, რომ პროვაიდერმა ინტერნეტ გაყიდვისთვის შეიძლება გამოიტანოს ბილეთების ნაწილი. ამ შემთხვევაში ყველა დანარჩენი ბილეთი საიტზე გამოჩნდება როგორც უკვე გაყიდული (ნაცრისფრად). რა ხდებნა თუკი სანამ მე ვნიშნავ ადგილებს იგივე ადგილები უკვე მოინიშნა სხვის მიერ?იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ მონიშნული ადგილები ოდნავ ადრე დაბრონა სხვა მომხმარებელმა, Biletebi.ge შეეცდება ავტომატურად შეარჩიოს და შემოგთავაზოთ იგივე კატეგორიის სხვა ადგილები. ამის შემდეგ არჩევანი თქვენზეა, ან ეთანხნებით არჩევანს ან ირჩევთ სხვა ადგილებს. მე ვარ პროვაიდერი და მსურს სისტემაში ჩართვა. რა უნდა გავაკეთო ამისათვის?სისტემაში ჩასართავად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. დამატებითი ინფორმაციისთვის სისტემაში ჩართვის უპირატესობების და პირობების შესახებ დააწკაპუნეთ "პროვაიდერებისთვის" ბმულს ზედა მენიუში. |
|||||||||
![]() |
![]() |
| საავტორო უფლება © 2008 ბილეთები ჯი. ყველა უფლება დაცულია. • admin |