Biletebi.ge ჩაირთო TBCPay მომენტალური ანგარიშსწორების სისტემაში. თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ადგილები და შეიძინოთ ბილეთები
ქვეყნის მაშტაბით ნებისმიერ ადგილზე, სადაც განთავსებულია TBCPay-ის ტერმინალი, მაგალითად, TBC ბანკის ფილიალებში.
ყურადღება: TBCPay-ს ტერმინალები არ აბრუნებენ ხურდას ამიტომ შეეცადეთ თან იქონიოთ პატარა კუპიურებიც. სერვისით სარგებლობის
დანამატის ცხრილი იხილეთ აქ.
ბილეთების ამორჩევა და შეძენა TBCPay ტერმინალიდან
ქვევით მოცემულია შეკვეთის პროცესის ამსახველი სურათები. შეკვეთის გასაკეთებლად უნდა მიხვიდეთ ტერმინალთან.
TBCPay ტერმინალების მისამართების სრული სია იხილეთ აქ.
ნაბიჯი 1-ლი: საწყის ეკრანზე ამოირჩიეთ სხვადასხვა.
ნაბიჯი მე-2: ამოირჩიეთ BIletebi.ge.
ნაბიჯი მე-3: დააჭირეთ ხელმისაწვდომ ორგანიზაციებს.
ნაბიჯი მე-4: ამოირჩიეთ ორგანიზაცია, მაგ რუსთაველის თეატრი.
ნაბიჯი მე-5: ამოირჩიეთ ღონისძიება, მაგ კაცია ადამიანი?!.
ნაბიჯი მე-6: ამოირჩიეთ ღონისძიების ჩატარების თარიღი და დრო.
ნაბიჯი მე-7: ამოირჩიეთ ადგილის კატეგორია და ბილეთის ფასი, მაგ ვიპ 12ლ.
ნაბიჯი მე-8: მიუთითეთ ბილეთების რ-ბა.
ნაბიჯი მე-9: გადაათვალიერეთ პროგრამის მიერ ამორჩეული ადგილები, დააჭირეთ გაგრძელებას ან გადადით უკან და შეცვალეთ ძებნის პარამეტრები.
ნაბიჯი მე-10: შეიყვანეთ აპარატში თანხა.
ნაბიჯი მე-11: ამობეჭდეთ ქვითარი.
ნაბიჯი მე-12: ამობეჭდეთ ქვითარი. ქვითარი უნდა წარადგინოთ ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ღონისძიების ჩატარების ადგილზე, სალაროში. იქ მას გადაგიცვლიან ნამდვილ ბილეთ(ებ)ზე.