|
|
|||||||||||
3/5/2013
სისტემაში ჩაერთო გრიბოედოვის თეატრი.
2/28/2013
სისტემაში ჩაერთო თავისუფალი თეატრი.
2/18/2013
სისტემაში ჩაერთო თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრი
11/17/2012
დაიწყო მუშაობა სატრანსპორტო კომპანიის, ევრობასის სისტემაში ჩასართავად. ევრობასი ახორციელებს მგზავრების გადაყვანას თბილისი-სტამბოლის მარშრუტით.
10/16/2012
დაიწყო მუშაობა თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების სიტემაში ჩასართავად,
10/9/2012
სისტემაში ჩაერთო ილიაუნის თეატრი (ყოფილი ვაკის სარდაფი).
9/7/2012
სისტემაში ჩაერთო მარჯანიშვილის თეატრი. პირველი წარმოდგენა რომელზეც ბილეთები გაიყიდება ონლაინ არის უილიამ შექსპირის როგორც გენებოთ, რეჟისორი: ლევან წულაძე.
8/25/2012
დაიწყო ბილეთების გაყიდვა საერთაშორისო DJ ფესტივალზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
http://biletebi.ge/Default.aspx?id=19&hi=22
http://www.facebook.com/weekendmakeit
6/9/2012
დაიწყო ბილეთების გაყიდვა შავი ზღვის ჯაზის ფესტივალზე (Black See Jazz Festival). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
http://biletebi.ge/Default.aspx?id=19&hi=16
http://www.batumijazz.ge
5/23/2012
სისტემაში ჩაერთო Red Bull - Flying Bach შოუ.
13 და 14 ივნისს რუსთაველის თეატრში უნიკალური შოუ Red Bull Flying Bach გაიმართება. პროექტი Red Bull Flying Bach კლასიკური მუსიკისა და ბრეიქდანსის სინთეზია, კონკრეტულად კი იოჰან სებასტიან ბახის ცნობილი ნაწარმოების საცეკვაო ინტერპრეტაცია ბრეიქდანსის მსოფლიო ვარსკვლავების Flying Steps-ის შესრულებით.
გერმანიაში მოღვაწე ჯგუფი Flying Steps თბილისს 2012 წლის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. Red Bull Flying Bach-ის პირველი ევროპული ტურნე 2011 წელს გაიმართა; პროექტის უნიკალურმა კონცეფციამ გააოცა და მოხიბლა აუდიტორია და კრიტიკოსები მთელი კონტინენტის მასშტაბით, რის შედეგადაც მსოფლიო ტურნე დაიგეგმა. 2012 წლის პირველი წარმოდგენა 3 მაისს ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა, საქართველო მეორე ქვეყანაა მსოფლიო ტურნეს რუქაზე (ასევე: ნორვეგია, ლიბანი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, იტალია, შვედეთი, უკრაინა, ჩეხეთი, იაპონია, შვეიცარია, რუსეთი).
5/12/2012
დაიწყო მუშაობა EASTERN PROMOTIONS-ის და მარჯანიშვილის თეატრის სისტემაში ჩასართავად.
5/11/2012
სისტემაში ჩაერთო AlterVision. დაიწყო ბილეთების ონლაინ გაყიდვა Tbilsi Open Air გრანდიოზულ აქციაზე. თბილისს ესტუმრებიან ისეთი კოლექტივები როგორებიც არიან DDT, Ляпис Трубецкой და სხვა. ასევე წარმოდგენილი იქნებიან ქართული კოლექტივები.
5/4/2012
დაიწყო მზადება Alter/Vision-ის გრანდიოზული აქციის Tbilsi Open Air-ის სისტემაში ჩასართავად. ფესტივალი ჩატარდება ზაფხულში და წარმოდგენილი იქნება ისეთი კოლექტივი როგორიც არის DDT. ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტით და TBCPay ქუჩის ტერმინალებით.
3/3/2012
5 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით საგაზაფხულო სეზონის გახსნა!
მონაწილებენ რუსი, უკრაინელი, ბელორუსი და კენიიდან მოწვეული მსახიობები. პრგორამაშია სხვადასხვა ჟანრის საცირკო ნომრები, მათ შორის ცხოველების მონაწილებით.

3/2/2012
სისტემაში ჩაერთო თბილისის ცირკი. ამიერიდან შესაძლებელია ბილეთების შეძენა ინტერნეტით ცირკის მთავარ არენაზე (1800 ადგილი).

1/31/2012
სისტემაში ჩაერთო კინო რუსთაველი. ამიერიდან ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები კინო რუსთაველის 5-ვე დარბაზში.
9/22/2011
სისტემაში ჩაერთო კინო ამირანის ახალი დარბაზი განკუთვნილი ძირითადად არაკომერციული ფილმებისთვის.
2/1/2011
სისტემაში ჩაერთო მარიონეტების თეატრი .
12/30/2010
სისტემაში ჩაერთო კინო ამირანი.
11/24/2009
Biletebi.ge ჩაირთო TBCPay მომენტალური ანგარიშსწორების სისტემაში. თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ადგილები და შეიძინოთ ბილეთები
ქვეყნის მაშტაბით ნებისმიერ ადგილზე, სადაც განთავსებულია TBCPay-ის ტერმინალი, მაგალითად, TBC ბანკის ფილიალებში.
ყურადღება: TBCPay-ს ტერმინალები არ აბრუნებენ ხურდას ამიტომ შეეცადეთ თან იქონიოთ პატარა კუპიურებიც. სერვისით სარგებლობის დანამატის ცხრილი იხილეთ აქ.
ქვევით მოცემულია შეკვეთის პროცესის ამსახველი სურათები. შეკვეთის გასაკეთებლად უნდა მიხვიდეთ ტერმინალთან. TBCPay ტერმინალების მისამართების სრული სია იხილეთ აქ.
ნაბიჯი 1-ლი: საწყის ეკრანზე ამოირჩიეთ სხვადასხვა.
ნაბიჯი მე-2: ამოირჩიეთ BIletebi.ge.
ნაბიჯი მე-3: დააჭირეთ ხელმისაწვდომ ორგანიზაციებს.
ნაბიჯი მე-4: ამოირჩიეთ ორგანიზაცია, მაგ რუსთაველის თეატრი.
ნაბიჯი მე-5: ამოირჩიეთ ღონისძიება, მაგ კაცია ადამიანი?!.
ნაბიჯი მე-6: ამოირჩიეთ ღონისძიების ჩატარების თარიღი და დრო.
ნაბიჯი მე-7: ამოირჩიეთ ადგილის კატეგორია და ბილეთის ფასი, მაგ ვიპ 12ლ.
ნაბიჯი მე-8: მიუთითეთ ბილეთების რ-ბა.
ნაბიჯი მე-9: გადაათვალიერეთ პროგრამის მიერ ამორჩეული ადგილები, დააჭირეთ გაგრძელებას ან გადადით უკან და შეცვალეთ ძებნის პარამეტრები.
ნაბიჯი მე-10: შეიყვანეთ აპარატში თანხა.
ნაბიჯი მე-11: ამობეჭდეთ ქვითარი.
ნაბიჯი მე-12: ამობეჭდეთ ქვითარი. ქვითარი უნდა წარადგინოთ ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ღონისძიების ჩატარების ადგილზე, სალაროში. იქ მას გადაგიცვლიან ნამდვილ ბილეთ(ებ)ზე.
4/4/2009
საიტი გაეშვა რეალურ რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები რუსთაველის თეატრის წარმოდგენებზე და მოახდინოთ ანგარიშსწორება ბანკი ქართუს ონლაინ გადახდების სისტემით.
4/1/2009
სისტემაში ჩაერთო რუსთაველის თეატრი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები ონლაინ რუსთაველის თეატრის წარმოდგენებზე.
11/3/2008
გაეშვა Biletebi.ge სატესტო ვერსია. Biletebi.ge წარმოადგენს ინტერნეტ პორტალს, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ და ონლაინ შეუკვეთოთ ბილეთები სხვადასხვა ღონისძიებებზე.